რუსეთში კორონავირუსის 15 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 317 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 15 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 447 335 -მდე გაიზარდა, - ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 317 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვი 25 000-ს მიუახლოვდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაღუპული პაციენტების რაოდენობა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. 10 952-ით გაიზარდა ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. საერთო ჯამში კი რუსეთში კოვიდ 19-სგან 1 096 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.

ცნობისთვის, ინფიცირებულების რაოდენობით, რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო