შალვა შავგულიძე - ჩვენ ვუსიგნალებთ ივანიშვილს, ვინაიდან ის აფერხებს და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას

მთაწმინდასა და კრწანისის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის შალვა შავგულიძის განცხადებით, ავტომობილებით აქცია „დაუპიპინე ბიძინას“ ბიძინა ივანიშვილისთვის გზავნილია, რომ ის უნდა გაიწიოს და გზა დაუთმოს მრავალპარტიულ ევროპულ კოალიციას. მისივე თქმით, საქართველოს დიდ ქალაქებიდან ავტომობილები თბილისისკენ მოემართება.

„ჩვენ ვუსიგნალებთ ბიძინა ივანიშვილს, ვუპიპინებთ, როგორც თავად უყვარს თქმა, იმის ნიშნად, რომ ის უნდა გაიწიოს, ვინაიდან ის აფერხებს და ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის განვითარებას. მან გზა უნდა დაუთმოს მრავალპარტიულ ევროპულ კოალიციას, რომელმაც იმ კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს ქვეყანა, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა“, - განაცხადა შავგულიძემ.

„ევროპულმა საქართველომ" თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომარში „დაუპიპინე ბიძინას" გამართა. ავტომარში დღეს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე იმართება. დედაქალაქში შემაჯამებელი აქცია 20:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა