ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ხელშეკრულება უნდა შეასრულოს

ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ხელშეკრულება უნდა შეასრულოს, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებით დასრულდება მხარეებს შორის მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებები, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შევჩოვიჩმა განაცხადა.

„შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე გასვლის შესახებ ხელშეკრულების მიმართ პატივისცემაა საჭირო,“- განაცხადა მაროშ შევჩოვიჩმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მოწოდებულია, სავაჭრო შეთანხმებასა და მათი სამომავლო ურთიერთობის სხვა ასპექტებზე შეთანხმებას მიაღწიოს, მაგრამ მხარების პოზიციები დაშორებულია.

”ჩვენი მიზანია კვლავ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც გზას გაუხსნის ახალ ნაყოფიერ ურთიერთობებს ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ასეთი შეთანხმებისთვის, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად ”, - აღნიშნა მაროშ შევჩოვიჩმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა