ოთარ კახიძე - დღეს ქუთაისი ძალიან ხმამაღლა გააგონებს თავის სათქმელს ივანიშვილს, რომ მისი დრო ამოწურულია

ბიძინა ივანიშვილის რვაწლიან ჭაობს 10 დღეში წერტილი უნდა დავუსვათ“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რითაც "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე აქციას - "დაუპიპინე ბიძინას" გამოეხმაურა.

ოთარ კახიძის თქმით, დღეს ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს ანიშნებს რომ "მისი 8 წლიანი ჭაობი უნდა დასრულდეს"

„ევროპული საქართველო“ მართავს აქციას „დაუპიპინე ბიძინა ივანიშვილს“, ჩვენ წამოვალთ ქუთაისიდან, ქალაქიდან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტი წაართვა და გააჩერა.

ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის რვაწლიან ჭაობს 10 დღეში წერტილი უნდა დავუსვათ. დღეს ქართველი ხალხი ძალიან ხმამაღლა გააგონებს თავის სათქმელს ივანიშვილს, რომ მისი დრო ამოწურულია. ცვლილებების დროა“, - განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით თბილისსა და რეგიონებში ავტომობილებით აქცია - "დაუპიპინე ბიძინას" იმართება.

შემაჯამებელი აქცია თბილისში, 20:00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა