გიორგი გახარია - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გამოშვებული თითოეული სტუდენტი ამ ქვეყნის სიამაყე იქნება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გამოშვებული თითოეული სტუდენტი უნდა იყოს და იქნება ამ ქვეყნის სიამაყე. ქუთაისი, როგორც ქალაქი, იძენს ახალ ფუნქციას, მისიას. ეს ყოველთვის იყო მეცნირების, კულტურის, განვითარების ცენტრი, მაგრამ დღეს საგანმანათლებლო ცენტრიც უნდა გახდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფუნდამენტური განათლება არის ერთადერთი საფუძველი იმის, რომ ქვეყანამ ამ გამოწვევებისგან სწორი გამოსავალი იპოვნოს.

„მესმის, რომ ეს თქვენს [სტუდენტების] ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. მესმის, რომ არაორდინალური დღეცაა, იმიტომ, რომ თქვენ სტუდენტური ცხოვრების პირბადეებით დაწყება გიწევთ. ეს საკმაოდ რთული წარმოსადგენი იყო თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ ეს ის რეალობაა, რომელსაც თქვენ უნდა შეეგოთ. ჩვენ ყველანი უნდა შევეგუოთ. ესეც გაივლის, მაგრამ დარჩება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და დარჩება თქვენი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ. ეს იქნება თქვენი გასაკეთებელი, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს გამართულ, სრულფასოვან, ძლიერ განათლების სისტემას, იმისთვის, რომ საქართველომ გადადგას განვითარების შემდგომი მძლავრი ნაბიჯი და ამ საკითხში, ფუნდამენტურ მეცნიერებებსა და განათლებას აქვს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა. ეს არის ქველმოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი აქტი, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა.

მინდა ჩვენმა სტუდენტებმა იცოდნენ, რომ მათ სულ ახალ, სულ სხვა მსოფლიოში მოუწევთ ცხოვრება, რადგან გლობალური გამოწვევები სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ფუნდამენტური განათლება არის ერთადერთი საფუძველი იმის, რომ ჩვენ ამ გამოწვევებისგან სწორი გამოსავალი ვიპოვნოთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური კონკურენციაც იქნება აბსოლუტურად სხვანაირი. ეს არ იქნება ჩვენი თაობის სტუდენტობა, მეცნიერება, ეს იქნება სულ სხვა ხარისხის გამოწვევები და რა თქმა უნდა, თქვენ ამისთვის მზად უნდა იყოთ", - განაცხადა გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა