არჩილ თალაკვაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე - დღეს ისტორიული დღეა, რადგან ბევრი ახალგაზრდის, მშობლების და ჩვენი თანამოქალაქეების ოცნება განხორციელდა

დღეს ისტორიული დღეა, რადგან განხორციელდა ბევრი ახალგაზრდის, მშობლების და ჩვენი თანამოქალაქეების ოცნება“, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, განათლებას ჩვენ ქვეყნის ისტორიაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა.

„ჩვენი საზოგადოების სწრაფვა ყოველთვის იყო ის, რომ გვქონოდა უფრო ძლიერი ქვეყანა და გვყოლოდა უფრო განათლებული საზოგადოება.

დღეს ისტორიული დღეა, რადგან ბევრი ახალგაზრდის, მშობლების და ჩვენი თანამოქალაქეების ოცნება განხორციელდა , რომ საქართველოს ჰქონოდა საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი, რომელიც ჩვენსავე ქვეყანაში სტუდენტებს მისცემდა კონკურენტულ განათლებას, გააცნობდა თანამედროვე ტექნოლოგიებს და საფუძველს ჩაუყრიდა ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებას.

დღეს, ჩვენი წინაპრების ოცნებაც განხორციელდა, რომ საქართველოს ძლიერი უნივერსიტეტი ჰქონოდა, ძლიერი აკადემიური საზოგადოება და ამით ჩვენ კიდევ უფრო მეტად და ძლიერად შეგვექმნა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი“,-განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საშუალებით საქართველო კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება ევროპას და დასავლურ ცივილიზაციას.

„ მსურს მადლობა გადავუხადო ივანიშვილების ოჯახს. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, რომლითაც საქართველო კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება თავის მომავალს, ევროპას და დასავლურ ცივილიზაციას.

რა თქმა უნდა, ქველმოქმედება და მეცენატობა უნივერსიტეტის აშენებისთვის მამულიშვილური საქმეა. მინდა საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და ფონდ „ქართუს“.

მინდა წარმატება ვუსურვო ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია მათთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იმუშავა ამ პროექტის მშენებლობისთვის“,-განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა