„სადაზღვევო კომპანია იმედი ელ ინტერნეიშენალის“ დამფუძნებელი ლაშა ნიკოლაძე „გრინ დაზღვევა საქართველო/GREEN INSURANCE GEORGIA-ს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა

„სადაზღვევო კომპანია იმედი ელ ინტერნეიშენალის“ დამფუძნებელი ლაშა ნიკოლაძე „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. ლაშა ნიკოლაძის თქმით, მისი მიზანია, „გრინ დაზღვევა საქართველო“ ბიზნესისთვის საიმედო და კომფორტული პარტნიორი იყოს.

"მოხარული ვარ რომ შემოვუერთდი გრინ დაზღვევა საქართველოს გუნდს, დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება და ერთად შევძლებთ საქართველოში სადაზღვეო სექტორის სრულიად ახალ, ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ საფეხურზე გადაყვანას. ჩემი პირადი მიზანი და დაპირებაა , რომ გრინ დაზღვევა საქართველო გახდება ადამიანებისთვის სტაბილური დასაყრდენი და ბიზნესისთვის მხარდამჭერი, საიმედო და კომფორტული პარტნიორი“,-განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, ლაშა ნიკოლაძემ 1995 წელს დააფუძნა და 2012 წლამდე ხელმძღვანელობდა სადაზღვევო ნაწილს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ და წარმატებულ, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიას "იმედი L Int"-ს (1998 წელს იმედი L Int. -ში განხორციელდა გერმანული სადაზღვევო კომპანიის ინვესტიცია, ხოლო 2007-2012 წლამდე კომპანიის ერთ-ერთი აქციონერი გახლდათ EBRD). იგი 2013-2014 წლებში იკავებდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობას, ხოლო 2013 წელს („საყოველთაო ჯანდაცვის“ ამოქმედების პერიოდში), ასევე 2016-2019 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი სადაზღვევო საკითხებში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის