განათლების მინისტრი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველო დასვა მსოფლიო აკადემიურ და სამეცნიერო კვლევით რუკაზე

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველო დასვა მსოფლიო აკადემიურ და სამეცნიერო კვლევით რუკაზე, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, სტუდენტები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ისწავლიან ზუსტად იმ პროგრამებით, რითაც მათი თანატოლები მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სწავლობენ.

„დღეს ჭეშმარიტად ისტორიული დღეა. მინდა, პირველ რიგში, ეს დღე სტუდენტებს მივულოცო. დღეს დილით ძალიან ემოციური იყო, როცა პირველკურსელებმა პირველკურსელების ფიცი დადეს. მინდა მივულოცო მთელ საქართველოს, ჩვენ საზოგადოებას, ასეთი ბრწყინვალე უნივერსიტეტის დაარსებისა და გახსნის დღე. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მსოფლიო სტანდარტის მქონე, ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის უნიკალური. პირველ რიგში, მისი აკადემიური პროგრამები დაფუძნებულია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე. ეს არის იმის გარანტია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან მსოფლიო ასპარეზზე კონკურენტუნარიანები. უნივერსიტეტის განვითარების კონცეფცია და მისი ფილოსოფია დამყარებულია სწორედ ამ მიდგომაზე.

მომდევნო წლებში უნივერსიტეტში გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები და თითოეული აკადემიური პროგრამა დაფუძნებული იქნება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე. ასევე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები წაიკითხავენ. როგორც აუდიტორიებში, ასევე ონლაინ.

სულ რამდენიმე წელში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას. ამჟამად, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში მიმდინარეობს ორი ციკლოტრონის დამზადება და აწყობა. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სამეცნიერო კვლევით პროცესს", - განაცხადა ჩხენკელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა