გია ვოლსკი დავით გარეჯის საქმეზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის პეტიციაზე - ეს მოღალატეობრივი განცხადებაა

ეს არის სკანდალი, რომლის გადაფარვა უნდათ სამწუხაროდ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების,- ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას „კარტოგრაფების საქმესთან“ დაკავშირებით.

„ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, რას ნიშნავს დავიხიოთ უკან მაშინ, როცა ტერიტორიის დიდი ნაწილი წინა ხელისუფლებამ აზერბაიჯანს გადასცა -კეთილ მეზობელს, პარტნიორს. კეთილმეზობლობა არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი აქტი ჩაიდინო. ეს რასაკვირველია, პრიმიტივიზმისკენ გადახრილი განცხადებაა, მაშინ, როცა ვითარება აშკარაა –1938 წლის რუკით უნდა ემსჯელათ საზღვრის დემარკაციაზე, რაც ხელთ ჰქონდათ და ისეთი რუკით იმსჯელეს, რომელიც წამგებიან მდგომარეობაში აყენებს საქართველოს. როგორ შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად გამოდიოდეს, რომ საქართველომ უნდა დათმოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილი, მითუმეტეს, თუ ასეთი ემოციური კავშირი არსებობს, თუნდაც, ისტორიულ დავით გარეჯთან. ეს განცხადება არის წარმოუდგენელი არაკომპეტენტურობის გარდა, ის არის ყოველგვარ პროფესიონალიზმს მოკლებული და ვფიქრობ, არის მოღალატეობრივი განცხადება“,- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, კომპეტენტური ექსპერტები დადასტურებენ, რომ არსებობს რუკა, სადაც აშკარაა, რომ დავით გარეჯის ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაა, თუმცა, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ „საქართველოს თავის ტერიტორია არაფრად არ უნდა უღირდეს“.

„ეს არის მოცემულობა და მის გადასაფარად იმართება დღეს აქცია „დააპიპინე“. ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს გადაიფაროს. არსებობს საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციების დასკვნა, რომ საქართველოს შემადგენლობაში შედის დავით გარეჯი. არსებობს რელევანტური რუკები , რომლებიც არ გამოიყენეს განზრახ. თუ რა მოტივით მოხდა ეს განოძიების კომპეტენციაა და სულ მალე ალბათ პასუხებიც გვეცოდინება. ფაქტია, რომ გადადგმული იყო ნაბიჯი მოღალატეობრივი“, -განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პეტიცია გაავრცელა, სადაც ისინი საზღვრის დემარკაციის პოლიტიცაზიის მცდელობაზე საუბრობენ, დაკავებულ კარტოგრაფებს „სინდისის პატიმრებს“ უწოდებენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო