გიორგი გახარია ჟურნალისტს - თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე, კიდევ ერთხელ გავიტესტე

თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე, კიდევ ერთხელ გავიტესტე“, -ასე პასუხობს პრემიერი ჟურნალისტის კითხვას, ჩაიტარა თუ არა კორონავირუსზე ტესტი ან გადავიდა თუ არა იზოლაციაში, მას შემდეგ, რაც გურიაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი. გიორგი გახარიას თქმით, მან კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარა, რის შედეგადაც მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„ ჩემთვის ძალზედ სასიამოვნოა, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე ასე ზრუნავთ. პირველი, არსებობს დადგენილი სტანდარტები, თუ რას ნიშნავს ახლო კონტაქტი, რომელიც უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში. ეს არის 1 მეტრზე ახლოს ყოფნა 15 წუთზე უფრო დიდხანს პირბადეების გარეშე. ასეთი მოცემულობა მე არ მქონია. მეორე, ეპიდემიოლოგების განმარტებით, მე არ ვარ ახლო კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ გენერვიულათ, ჩემს ჯანმრთლობაზე, მაინც კიდევ ერთხელ გავიტესტე, როდესაც დავბრუნდი და საბედნიეროდ, უარყოფითია“,-განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა