გია ვოლსკი - სისხლიანი წარსული ისევე ეხება გიგა ბოკერიას, როგორც ეხება მიხეილ სააკაშვილს, “ევროპული საქართველო“ წარსულს ვერ ჩამოირეცხავს

სისხლიანი წარსული ისევე ეხება გიგა ბოკერიას, როგორც ეხება მიხეილ სააკაშვილს - “ევროპული საქართველო“ წარსულს ვერ ჩამოირეცხავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

“რა თქმა უნდა, გიგა ბოკერია იტყვის, რომ სერგო თეთრაძე არ უწამებიათ. ნაწამები ადამიანის სურათები დაუდეს წინ და ამბობდა, რომ ეს არ არსებობდა. არ არსებობდა არც გირგვლიანის და არც გარეჯის თემა, როცა გიგა ბოკერია სახელმწიფო იერარქიაში საკვანძო პოზიციაზე იყო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ გიგა ბოკერიამ და მისმა თანაგუნდელებმა ფორმალურად ახალი პარტია შექმნეს და “თითქოს “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებული არიან, წარსულს მაინც ვერ ჩამოირეცხავენ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო