იენს სტოლტენბერგი - საქართველო და უკრაინა ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი ბევრი მიზეზის გამოა

საქართველო და უკრაინა ნატო-ს უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო და უკრაინა ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი ბევრი მიზეზის გამოა.

„ნატო-სთვის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო და უკრაინა ალიანსის უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან. ისინი ბევრი მიზეზით არიან მნიშვნელოვანი ნატო-სთვის, მათ შორის მათ მიერ ალიანსის მისიებსა და ოპერაციებში შეტანილი წვლილის გამო. ასევე, შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ამიტომ, ისეთ პარტნიორებთან მუშაობა, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, მათთან კონსულტაციების გამართვა და მათი მოსმენა „NATO-2030 პროცესის“ მნიშვნელოვანი ნაწილია”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივანმა პრესკონფერენცია ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით გამართა, რომელიც 22-23 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია