ამირან გოგიტიძე - გუშინ სულ 210 კაცის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, ბინიდან ცხელების ცენტრში 270 პაციენტი გადაიყვანეს, კლინიკიდან კარანტინში 69 პაციენტი მოთავსდა

გუშინ სულ 210 კაცის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, ბინიდან ცხელების ცენტრში 270 პაციენტი გადაიყვანეს, კლინიკიდან კარანტინში 69 პაციენტი მოთავსდა, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობის შესახებ ბრიფინგი გამართა.

მისივე თქმით, ბინიდან კარანტინში 43 პაციენტის გადაყვანა განხორციელდა.

„მინდა გაგაცნოთ, განვლილი დღის სტატისტიკა კოვიდინფიცირებთან მიმართებაში და მოგახსენოთ, რომ გუშინ სულ 210 კაცის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. ბინიდან ცხელების ცენტრში 270 პაციენტის გადაყვანა მოხდა, კლინიკიდან კარანტინში - 69 პაციენტის, ბინიდან კარანტინში - 43 პაციენტის, ცხელების ცენტრში კოვიდკლინიკაში 37 პაციენტი გადაიყვანეს, კარანტინიდან კლინიკაში - 18 პაციენტი, ხოლო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიერ მოხდა ოჯახის ექიმთან 92 შემთხვევის გადამისამართება“, - განაცხადა გოგიტიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს