სტარტაპების ფინანსებთან წვდომის გასამარტივებლად BTU-მ კვლევების ციკლი დაიწყო

ფინანსებთან წვდომის გამარტივება სტარტაპებისა და მეწარმეთათვის - ეს BTU-ს სამეწარმეო ცენტრის სტრატეგიული ამოცანაა. ამ მიზნით, ცენტრის ინიციატივით და ბრიტანულ მხარესთან პარტნიორობით უკვე განხორციელდა კვლევები, მოხდა მათი წარდგენა ფინანსურ ინსტიტუციებთან, სტარტაპებსა და მეწარმეებთან. ჩატარდა პანელური დისკუსიები, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები: კაპიტალური ბაზრის განვითარება, დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების ამოქმედება, საერთაშორისო და ადგილობრივი Angel ინვესტორთა ქსელის შექმნა და სხვა.

BTU-ს აქტივობები ფინანსებთან წვდომის გაძლიერებისა და მხარდაჭერის კუთხით კი უფრო მასშტაბური ხდება. იზრდება კვლევებსა და სხვა აქტივობებში ჩართული საერთაშორისო ექსპერტების რაოდენობაც. საწყის ეტაპზე ჩატარებულ ორ კვლევაში ქართველ მკვლევარებთან ერთად მონაწილეობდნენ ჰენლის მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი ენდრიუ გოდლი, ასევე ჰენლის უნივერსიტეტის წარმომადგენელი მაქსიმ ბელიცკი. BTU-ს პარალელურად კვლევებში ჩართული არიან „ბრიტანეთის საბჭო – საქართველო“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და სხვა გავლენიანი ორგანიზციები.

უშუალოდ ფინანსებზე წვდომის გამარტივებას ეხება კვლევა, რომელიც ჩატარდა ჰენლის ბიზნესის სკოლის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, Henley/BTU მეწარმეობის ცენტრის ეგიდით. კვლევის ხელმძღვანელები არიან მარიამ ლაშხი და სოფო ოგბაიძე.

აღნიშნულ კვლევა განსაზღვრავს, თუ რა ტიპის დაფინანსების მოპოვების საშუალებებზე მიუწვდებათ ხელი სტარტაპებს და რა ტიპის დაფინანსების სისტემა საჭიროებს დამატებით განვითარებას საქართველოში, რომელიც წარმატებულად მუშაობს გლობალურ ბაზარზე. ასევე, რა ტიპის გამოწვევებს აწყდებიან სტარტაპერები არსებულ დაფინანსების ინსტრუმენტებზე. კვლევა აანალიზებს სტარტაპებისთვის ფინანსების მოპოვების არსებულ მექანიზმებს და საშუალებებს წარმოდგენილს, როგორც კერძო სექტორის (კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, „ანგელოზი ინვესტორები“, ვენჩურული ფონდები და სხვ.), და დონორი ორგანიზაციების (საერთაშორისო ფონდები და ინსტიტუტები), ასევე სახელმწიფოს მიერ. კვლევის მიზანია ბიზნეს ციკლის თითოეულ ეტაპზე სტარტაპებისათვის ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობების და გამოწვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

“სტარტაპების ფინანსებზე წვდომის კვლევამ მნიშვნელოვანი მიგნებები გამოავლინა. დღეს სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში სწრაფად მზარდია და საჭიროებს ფინანსებზე წვდომის სისტემურ მიდგომას. მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ სახელმწიფო სექტორი, არამედ კერძო სექტორიც აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში. საჭიროა ქვეყანაში ალტერნატიული დაფინანსების წყაროების არსებობა, როგორიცაა სალახლო დაფინანსება ე.წ. Crowdfunding, ასევე ვენჩურული ფონდები. ერთის მხრივ საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და ინვესტიციების წახალისებები, ამასთან სტარტაპების ის მიღწევები, მოზიდული ფონდები და დაგენერირებული შემოსავლები კიდევ უფრო მეტად აღუძრავს ინვესტორს მადას მომავალში და ინოვაციებში ინვესტიციების განსახორციელებლად. კვლევამ შეიმუშავა რეკომენდაციები, კონკრეტული ნაბიჯები, რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო ბაზის გაუმჯებესების კუთხით, იმისათვის რომ გამარტივდეს ალტერნატიულ დაფინანსებაზე წვდომა. აუცილებელია ფასიანი ქაღალდების კანონის დახვეწა სახალხო დაფინანსების გაუმჯობესების კუთხით. რაც შესაძლებელია Sand Box სისტემით წასვლა. ასევე, შემდგომი ნაბიჯია საინვესტიციო ფონდების კანონის დახვეწა, რაც წაახალისებს ანგელოზი და ვენჩურული ინვესტიციების რესურსების მობილიზებას,“ – აცხადებს კვლევის ავტორი მარიამ ლაშხი.

კვლევაში აქტიურად იყო ჩართული ჰენლის მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი ენდრიუ გოდლი, რომელიც განმარტავს, რომ საქართველოში მეწარმეობის კუთხით ერთ–ერთი მთავარი პრობლემა დაფინანსების მოპოვებაა.

„ჰენლის მეწარმეობის ცენტრმა და BTU-მ ერთობლივად დავიწყეთ მუშაობა იმაზე, თუ როგორ გაგვეუმჯობესებინა სტარტაპების წვდომა ფინანსებზე. ჩვენი აქტივობები სულ უფრო და უფრო სერიოზულ სახეს იღებს. იცვლება საქართველოს ეკოსისტემის ინფრასტრუქტურა. თუმცა აუცილებელია, რომ დაფინანსების სისტემა შეიცვალოს და ცვლილებები უნდა მოხდეს სხვადასხვა მხარის ჩართულობით. ეს სარგებლის მომტანი იქნება არა მხოლოდ მეწარმეების პირადი ინტერესებისთვის, არამედ ქვეყნისთვის. BTU-მ მოინდომა ცვლილებების განხორციელება და თავისი სიტყვა თქვა კიდეც ამ საქმეში. დაიწყო უდიდესი მნიშვნელობის კვლევები, რომელიც დიდ ცვლილებების დასაწყისი უნდა გახდეს. სრულიად ახალი დებულებები და საინტერესო მიგნებები გამოავლინა კვლევამ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნდა გაიზარდოს კერძო დაფინანსება და ინვესტორების აქტიური მოზიდვა უნდა დაიწყოს,“ – აცხადებს ენდრიუ გოდლი.

პარალელურად ჩატარადა მეორე კვლევაც – სამეწარმეო ეკოსისტემის კლასიფიკაცია /ტაქსონომია მუნიციპალურ დონეზე (თბილისის და ბათუმის ეკოსისტემების მაგალითზე). კვლევა მიზნად ისახავს მუნიციპალურ დონეზე ეკოსისტემის აქტორების კლასიფიკაციას და მათი სინერგიის სქემების განსაზღვრას. ამ ეტაპზე განისაზღვრა თბილისისა და ბათუმის სამეწარმეო ეკოსისტემების კონცეპტუალური ჩარჩო. როგორც კვლევის ავტორი ანა ვაშაყმაძე განმარტავს, სამომავლოდ დაგეგმილია ეკოსისტემის ელემენტების, ეკოსისტემის საყრდენი ელემენტების, შემავსებელი ეფექტის ურთიერთკავშირის დეტალური ანალიზი და შემდგომ ამ შედეგების დაინტერესებულ მხარეებზე გაცნობა.

„სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემა მუდმივად განვითარებადი და ბევრი ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგად მიღებული გარემოა. ხშირად ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემის დაინტერესებული მხარეები ე.წ. სტეიქჰოლდერები (საჯარო სექტორი, კერძო სექტორი, ფინანსური ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, თავად ანტერპერენები, დონორი ორგანიზაციები და სხვა) ისე აძლიერებენ ერთმანეთს, რომ დიდი სურათის გაზომვად შედეგზე არ აქვთ ინფორმაცია, მაგალითად: რა საერთო ღირებულებას ქმნიან და სიძლიერებს და ხელსაყრელობას ჰმატებენ ეკოსისტემის სხვა აქტორებს, ან რა ურთიერთშემავსებელი პერსპეატივა გააჩნიათ რეალურად და იდეალურ შემთხვევაში რისკენ უნდა მიისწრავოდნენ. სწორედ ამ საკითხებს ეხება კვლევა, რომელიც არსებული შედეგით არ სრულდება და მის განვითარებაზე მუშაობას ჰენლის ბიზნეს სკოლასთან ერთად გავაგრძელებთ,“ – განმარტავს ანა ვაშაყმაძე.

BTU “ინიციატივა 5.0–ის“ ფარგლებში კვლევების ციკლებს აგრძელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს