აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 714 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 46 593-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი, საერთო ჯამში, 642-მდე გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, აზერბაიჯანში ინფიცირების 5 503 აქტიური შემთხვევაა, 40 448 პაციენტი კი კოვიდ 19-სგან უკვე განიკურნა.