ახლად გაწევრიანებულ ადვოკატთა ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ადვოკატთა ასოციაციაში ახლად გაწევრიანებულ ადვოკატთა ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, ცერემონიის ფარგლებში, პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კურსდამთავრებულებმა ოფიციალურად დადეს ადვოკატის ფიცი, რის შემდეგაც, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მათ ფიცის დადების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა.

მათივე ინფორმაციით, ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა პროფესიაში ახლად შემოსულ კოლეგებს მიულოცა და უსურვა ადამიანთა უფლებების დაცვისთვის შეუპოვარი შრომა, პროფესიული ეთიკის ნორმების განუხრელად დაცვა და მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე მუდმივი ზრუნვა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ადვოკატის საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

როგორც ასოციაციაში განაცხადეს, ადვოკატთა ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია პირველად გაიმართა და იგი ტრადიციულ სახეს მიიღებს.

ღონისძიება კი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო