ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობაში მყოფი ერთ-ერთი მძევალი აცხადებს, რომ  თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვს

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობაში მყოფი ერთ-ერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით, თავდამსხმელი ნახევარი მილიონი დოლარის ნაღდი ანგრიშსწორებით მიტანასა და შენობის უსაფრთხო დატოვების გარანტიას ითხოვს.

როგორც ირაკლი კვარაცხელიამ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში განაცხადა, შენობაში, ერთ ოთახში, შეიარაღებულ თავდამსხმელთან ერთად, 19 პირი იმყოფება.

"შენობაში ვიმყოფებით ერთ ოთახში 19 კაცი, გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული, ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ის ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ამ სიტუაციის ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება გამორიცხულია, ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს. გამტაცებელი ითხოვს, ხუთასი ათას დოლარს. ახლა ჩემს გვერდითაა თავდამსხმელი. მე თავდამსხმელის დავალებით გეკონტაქტებით. ის ამბობს, რომ ითხოვს ხუთასი ათას დოლარს, უსაფრთხოების გარანტიას და აქედან უსაფრთხოდ გასვლას. იმ შემთხვევაში თუ ძალოვანი სტრუქტურები არ ჩაერევიან და ეს მოთხოვნები შესრულდება, არავინ დაზიანდებაო. ის ითხოვს ასევე ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას. ვერტმფრენის დასმის საშუალება შენობას აქვს", - განაცხადა მძევალმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო