ტარიელ ნაკაიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მასზე „ჭორების გავრცელება შეწყვიტონ“

„ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, მას ორშაბათს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან ხონში შეხვედრისას და თვითიზოლაციაში უნდა გადასულიყო.

ნაკაიძის განცხადებით, ის საერთოდ არ ყოფილა აღნიშნულ შეხვედრაზე პირადი პრობლემების გამო და ბათუმიც არ დაუტოვებია.

ტარიელ ნაკაიძე ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაზე საუბრობს. ნაკაიძემ აღნიშნა, რომ ამის შემდეგ მან გადაწყვიტა აეღო ტესტი კორონავირუსზე და პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

ტარიელ ნაკაიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტონ მასზე მსგავსი ჭორების გავრცელება.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო