რომან გოცირიძე - აპოკალიფსი რომ არ მოხდეს, ამისთვის არსებობს ხელისუფლება, მაგრამ რა გააკეთეს? - დანაშაულის ტოლფასია, რომ არჩევნების დროს გულარხეინობის ატმოსფერო შექმნეს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, პანდემიის კუთხით ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც პანდემია პოპულისტურად გამოიყენა.

„სამწუხაროდ, ეს ძალიან მძიმე სურათია. თუ ასე გაგრძელდება, ბუნებრივია, ვითარება ძალიან მძიმე იქნება. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც პოპულისტურად გამოიყენა პანდემია და ვირუსის გავრცელების პროცესი“, - განაცხადა გოცირიძემ.

მან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებაც შეაფასა, რომლის თქმით, შფოთვის საფუძველი ნამდვილად არ არის და თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ ტრიბუნიდან იტყვიან.

როგორც გოცირიძემ განაცხადა, ხელისუფლებას ანტიკრიზისული გეგმა არ გააჩნდა, რის გამოც ქვეყანაში კოლაფსი შეიქმნა.

„აპოკალიფსი რომ არ მოხდეს, ამისთვის არსებობს ხელისუფლება, მაგრამ რა გააკეთეს ამ ხნის განმავლობაში, როდესაც ჰქონდათ უზარმაზარი რესურსი, 5 მილიარდი ნასესხები და დრო, 5 თვე? ის, რომ სახიფათო ზონები ჩაიკეტა ირანიდან, რუსეთიდან და ასე შემდეგ, ამან პირველი ეფექტი გამოიღო, ეს არ იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სწორი ანტიკრიზისული გეგმის შედეგი. დავინახეთ, რომ არავითარი გეგმა არ ჰქონიათ, ჰქონდათ ფული, დრო და ნაცვლად იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემა გაძლიერებულიყო, ქვეყანა ფაქტობრივად კოლაფსამდე მიიყვანეს. ყველაზე ცუდია და დანაშაულის ტოლფასია ის, რომ არჩევნების დროს გულარხეინობის ატმოსფერო შექმნეს, პირბადის ტარების მოწოდებაც კი არ იყო. ერთადერთი, რაც ამ დროის განმავლობაში გავიგე, ეს იყო, ხალხო, ქორწილებში ნუ ვივლით, ქორწილები და ძეობა მომავალ წელს ერთად გადავიხადოთო“, - განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო