მამუკა ტუსკაძე - ძალიან დიდი რაოდენობა იქნება გადასატანი ყუთების, რადგან ბევრია კოვიდინფიცირებული, შესაბამისად, არჩევნებისთვის მეტი ადამიანური რესურსის გამოყოფა იქნება საჭირო

„კოვიდინფიცირებულების რაოდენობა ძალიან დიდია. შესაბამისად, გადასატანი ყუთების შესაბამისი რაოდენობა იქნება საჭირო იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს და დააფიქსიროს თავისი არჩევანი“, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცესკოს ბოლო დადგენილებით, 2020 წლის არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებს ყველა კოვიდინფიცირებული.

„გადასატან ყუთებს მიიტანენ ყველა კოვიდცენტრში, საკარანტინე სივრცეებში, თვითიზოლაციისას, ბინებში. არ დარჩება არცერთი ადამიანი, ვისაც ხმის მიცემის საშუალება არ ექნება. მთავარია, კოვიდინფიცირებულებთან მუშაობის დროს დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რომელსაც გვაძლევს სამედიცინო პერსონალი, დაცული იყოს ურთიერთიობის სტანდარტი. მნიშვნელოვანია, ნეიტრალური დამკვირვებელი გაჰყვეს გადასატან ყუთს, რომ განხორციელდეს მონიტორინგი და რაიმე ტიპის მანიპულაციას არ ჰქონდეს ადგილი. რადგან ყუთების რაოდენობა ბევრია, ადამიანური რესურსიც მეტი იქნება საჭირო. ჩვენ გვინდა, რომ გადასატან ყუთებს გაჰყვეს ჩვენი წარმომადგენელიც. ასევე არასამთავრობოების ან/და სხვა პარტიების. მნიშვნელოვანია, მოხდეს ხმის მიცემის პროცედურის სრულად დაცვა და ადგილზე გაყალბების პრევენცია”, - აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო