ნიკოლ ფაშინიანი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტაზე საუბარი, უაზრობაა

სომხეთის პრემიერ - მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ მთიან ყარაბაღში არსებული კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტაზე საუბარი, უაზრობაა. ამის შესახებ მან „ფეისბუქ-ლაივის“ დროს განაცხადა.

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყარაბაღის საკითხი, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, არსობრივად, დიპლომატიური გზით ვერ გადაწყდება“, - განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, სომხეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია საკუთარი მზადყოფნის შესახებ, საკითხი ურთიერთკომპრომისის საფუძველზე გადაწყდეს.

თუმცა, მისი თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ლოგიკა მისაღებია სომხური მხარისთვის, მაგრამ არა აზერბაიჯანისთვის. ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ბაქოს ტაქტიკა და სტრატეგია უცვლელი რჩება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა