ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან “ევროპული საქართველოს” შემაჯამებელი ავტომარში სახელწოდებით “დაუპიპინე ბიძინას” მიმდინარეობს.
პარტიის ლიდერებსა და მხარდამჭერებს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ავტოკოლონები შეუერთდნენ, რომლებიც ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებიან.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც.
პარტიის ლიდერების განცხადებით, დღევანდელი აქცია საქართველოში არსებული რეჟიმის მიმართ პროტესტია.
შეგახსენებთ, დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში “ევროპული საქართველოს” ავტომარში სახელწოდებით “დაუპიპინე ბიძინას” გაიმართა.