ნინო ლომჯარია - ძალიან სახიფათოა, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება

ძალიან სახიფათოა, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება , - ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობაში მყოფი ერთ-ერთი მძევლის ირაკლი კვარაცხელიას მიმართ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

მისი შეფასებით, მოვლენების არასწორ გაშუქებასა და არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

"მძევალი, რომელიც მედიასაშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი "ინტერესი" აქვს. შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცი, ამიტომ, ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა",- წერს სახალხო დამცველი.

კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ