ოთარ კახიძე - ჩვენმა ლიდერმა თქვა, მზად ვარ მძევლებს ჩავენაცვლოო და საპასუხოდ მძევლის “გაშავება”დაიწყეს - გულისამრევია, მარაზმია ეს ყველაფერი

ჩვენმა ლიდერმა თქვა, მზად ვარ მძევლებს ჩავენაცვლოო, ეს იყო ჩვენი გზავნილი და საპასუხოდ დაიწყეს მძევლის “გაშავება”, გულის ამრევია, ამას სხვა სახელი რა უნდა ვუწოდო? მარაზმია ეს ყველაფერი, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ოთარ კახიძემ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

კახიძის შეფასებით, “საქართველოს ბანკში” მყოფ მძევალს ხელისუფლებამ პოლიტიკური იარლიყი მიაკრა.

“ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს რაც შეეხება, მე ვუსურვებ პოლიციას, რომ წარმატებით ჩაატაროს სპეცოპერაცია და ყველა მძევალი იყოს უსაფრთხოდ და მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული, ხოლო დამნაშავე - პასუხისგებაში მიცემული.

ამავე დროს, არ შემიძლია, არ ვუპასუხო ხელისუფლების ამორალურ გზავნილს, როცა მძევალს პოლიტიკური იარლიყი მიაკრეს და მძევლის „გაშავება“ დაიწყეს. მე გამახსენდა გივი თარგამაძე, როცა ააფეთქეს ქალაქის ცენტრში და ადამიანები დაშავდნენ, მაშინაც, სახელისუფლებო მედიამ ისრები გადაიტანა აფეთქებულზე და გივი თარგამაძეს აბრალებდნენ პროვოკაცია მოაწყო და თავი აიფეთქაო. აი, ეს მარაზმი უნდა შევცვალოთ 31 ოქტომბერს. არ შეიძლება ასე მოქმედებდეს ხელისუფლება. ასე უპასუხისმგებლოდ ერეოდეს კრიმინალთან მიმართებაში, თანამშრომლობდეს კრიმინალთან, გარემო გააუარესოს და ამის ნაყოფი მერე საზოგადოებამ მოიმკოს. ეს უნდა შევცვალოთ”,- განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს დაესხნენ. შეიარაღებულ თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა