ნიკა მელია - ნაცვლად იმისა, რომ შსს-მ და მთავრობამ ოპერატიული გამოსავალი მოძებნოს, ჭირშიც კი მძევლებს შორის თავისი და სხვისი მხარდამჭერების იდენტიფიცირებას ახდენს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ ოპერატიული გამოსავალი მოძებნოს, ჭირშიც კი, მძევლებს შორის მისსა და სხვისი მხარდამჭერების იდენტიფიცირებას ახდენს.

ამასთან, როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” შეკრება, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, მიმდინარე მოვლენების გამო გადაიდო.

“ზუგდიდში დაგეგმილი იყო ფართომასშტაბური კამპანიური შეხვედრა ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, თუმცა მიმდინარე მოვლენების ფონზე მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ჩავატაროთ აქცია, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ადამიანი უკვე მობილიზებულია ტერიტორიასთან. ვაუქმებთ დღევანდელ შეკრებას და მშვიდობიან საათებს ვუსურვებთ განსაკუთრებით ზუგდიდელებს. სოლიდარობას ვუცხადებთ თითოეულ მძევალს, ყველას ოჯახის წევრს. ჩვენი ემოციები და ფიქრები მიმართულია მათკენ.

უბრალოდ, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ხელისუფლების კადნიერებას, ეს ალბათ ყველაზე რბილი შესაბამისი სიტყვაა, რომელიც ახლა მაფიქრდება. იმის ნაცვლად, რომ სწრაფი, ოპერატიული გამოსავალი მოძებნოს შსს-მ, მთავრობამ, იგი თავიდან ბოლომდე, ჭირშიც კი ასხვავებს თავის მოქალაქეს და მძევლებს შორის ახდენს მისსა და სხვისი მხარდამჭერების იდენტიფიცირებას. მგონი, მსოფლიოში არ არსებობს პრეცენდენტი. როდესაც მთელი ერი და ბერი არის ხოლმე მსგავს ვითარებაში გაერთიანებული და ლოცულობენ ხოლმე, რომ უსისხლოდ დასრულდეს ოპერაცია, ამ დროს ჩვენ პოლიტიზირებული შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას და ამცნობს საზოგადოებას, რომ ერთ-ერთი მძევალი თურმე არის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი. ვფიქრობ, ეს ყოველგვარ კრიტიკას სცდება. წარმოუდგენელია და მიუხედავად ამისა, ამ მძიმე საათებში უკან ვდებთ იმ შეფასებებს, რომლისთვისაც მეც მზად ვარ, რომ გავაკეთო ახლა. მხოლოდ მინდა ვისურვო, რომ მშვიდობიანად დასრულდეს ეს სპეცოპერაცია. შსს-ს განცხადება შეიძლება სხვაგვარიც ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, სპეცდანიშნულების წევრებს შორის “ნაციონალური მოძრაობის” უამრავი პოტენციური ამომრჩეველია, ბევრი ადამიანია სამედიცინო სისტემაში “ნაციონალური მოძრაობის”, ან სხვა პარტიის მხარდამჭერია. შეიძლება ასე ამ ძნელბედობის ჟამს?”,- განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალს შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს. თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა