ირაკლი კვარაცხელია - სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს, პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას მძევლების დიდი ნაწილი თავისუფალია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავებიდან ერთ-ერთმა განუცხადა.

ამასთან, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირის, ირაკლი კვარაცხელიას ინფორმაციით, "საქართველოს ბანკიდან" მძევლების დიდი ნაწილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.

„სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ ალბათ“, - წერს კვარაცხელია.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა