გიგი წერეთელი ზუგდიდის მოვლენებზე - ეს არის მძიმე გაჭირვების და კრიმინალთან გარიგების შედეგი

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთლის თქმით, ზუგდიდში მიმდინარე მოვლენები არის უკიდურესი წერტილი, სადამდეც ქვეყანა მიიყვანა უმძიმესმა გაჭირვებამ და ხელისუფლებასა და კრიმინალს შორის გარიგებამ.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, ახლა საჭიროა სიტუაციის განმუხტვა და სამართალდამცავების პროფესიონალური მოქმედება, რათა არ დაზარალდეს არცერთი ადამიანი.

„ყველასთვის არის უაღრესად შემაშფოთებელი, პრაქტიკულად წარმოუდგენელი სიუჟეტი, რომელიც ვითარდება ახლა ზუგდიდში, ადამიანები არიან სერიოზული საფრთხის ქვეშ, მძევლებად აყვანილი ქალაქის ცენტრში.

ვფიქრობ, რომ უკიდურეს წერტილამდე მივედით, რადგან, ერთი ამის საფუძველი არის ძალინ მძიმე გაჭირვება და სიღარიბე, რომელიც, სამწუხაროდ, იწვევს სწორედ ასეთი ტიპის კრიმინალს და მეორე არის თავად კრიმინალის დაუსჯელობა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში არსებობდა, ამაზე ბევრჯერ გაკეთდა განცხადება, რომ კრიმინალთან ენის მოჩლექა, გარიგება, საარჩევნო პროცესებში შესვლა და შემდეგ ამ ვითარების მართვა, ეს ძალიან რთულია და წარმოუდგენელია პრაქტიკულად.

ამიტომ, დღეს, როცა გვაქვს ასეთი სიტუაცია, პირველ რიგში ამას სჭირდება განმუხტვა და პროფესიონალურად ჩატარება, არ უნდა დაზარალდნენ ადამიანები და სამართალდამცავებმა, ბუნებრივია უნდა გააკეთონ თავისი გასაკეთებელი, მაგრამ ამავდროულად, როცა ვსაუბრობთ ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებზე, ეს არის სწორედ ნაწილი ამ გარდამტეხი ცვლილებების, რომ ამგვარი ვითარება ქვეყანაში არ უნდა იყოს და არ უნდა იყოს ამის საფუძველი, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ”,- განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და იქ მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი კვლავ შენობაში იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აღნიშნულ ინფორმაციას “ევროპული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა