მამუკა ხაზარაძე - მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო სამხარეო პოლიციის უფროსის ავთო გალდავას და მისი თანაგუნდელების საქციელის გამო

“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მისი განცხადებით, პოლიციელებმა და სამეგრელო ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სწორი გადაწყვეტილება საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მიიღეს.

"მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო სამხარეო პოლიციის უფროსის ავთო გალდავას და მისი თანაგუნდელების საქციელის გამო და მხნეობა ვუსურვო მათ ოჯახებს“, - აღნიშნა მან.

მამუკა ხაზარაძემ იმედი გამოთქვა რომ მოვლენები მშვიდობიანად დასრულდება და აღნიშნა, რომ დამნაშავეს არ უნდა მიეცეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდების საშუალება.

"ვიმედოვნებ, რომ ოპერაცია მშვიდობიანად და სახელმწიფოებრივად დასრულდება და დამნაშავე დაისჯება”, - განაცხადა ხაზარაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა ბანკის ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავაა. გავრცელებული ცნობით, სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და ბანკში თანხა, რომელიც თავდამსხმელმა მოითხოვა, გალდავამ მიიტანა.

კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ