ირაკლი კუპრაძე - არსებობს შემთხვევები, როდესაც შეცდომებზე ლაპარაკის ნაცვლად, აუცილებელია უპირობო მხარდაჭერა

“ლელოს” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ზუგდიდში მინდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც შეცდომებზე ლაპარაკის ნაცვლად, აუცილებელია უპირობო მხარდაჭერა

მისი თქმით, სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი, რომელიც, სავარაუდოდ, მოლაპარაკებას აწარმოებდა გამტაცებელთან და ერთ-ერთი მძევალი ჩაანაცვლა, ხოლო თავად ტყვე გახდა, ავთანდილ გალდავაა.

“არსებობს შემთხვევები, როდესაც შეცდომებზე ლაპარაკის ნაცვლად გარდაუვლად აუცილებელია უპირობო მხარდაჭერა. ახლა სწორედ ეს დროა. იმედია, დამნაშავე ვერ გაიქცევა და ეს არ იქნება კრიმინალის „წამახალისებელი" ისტორია. ბოროტება უნდა დამარცხდეს ყველგან და ყოველთვის! დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ავთო გალდავას, კარგ პოლიციელს, ახლოს გაიცნობს ქართული საზოგადოება,”- განაცხადა კუპრაძემ.

ინფორმაციას “ლელოს” პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს