სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ავთო გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლები თავისუფლები არიან

არსებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ავთო გალდავა და მასთან ერთად მძევლად აყვანილი 2 ადამიანი თავისუფლები არიან.

რა ვითარებაში მოხდა მძევლების გათავისუფლება ამ დროისთვის უცნობია.

უცნობია ისიც, თუ სად იმყოფება თავად თავდამსხმელი.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა ბანკის ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. მძევლებს შორის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა იყო. გავრცელებული ცნობით, სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და ბანკში თანხა, რომელიც თავდამსხმელმა მოითხოვა, გალდავამ მიიტანა.

მედიამ თავდამსხმელის მიერ მძევლებთან ერთად ბანკის დატოვების კადრები გადაიღო, სადაც ჩანს, რომ შეიარაღებულ პირს სამი ადამიანი ხელშეკრული გამოჰყავს. ამასთან, ვიდეომასალის მიხედვით, თავდამსხმელი ბანკიდან ხელაწეული გამოდის, რომელშიც სავარაუდოდ, ხელყუმბარა ეჭირა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა