ზუგდიდის პოლიციაში „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი ირაკლი კვარაცხელიას გამოკითხვა დასრულდა

ზუგდიდის პოლიციაში, „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირის, ირაკლი კვარაცხელიას გამოკითხვა დასრულდა.

კვარაცხელია გამოკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. გამოკითხვის შემდეგ მან გაიხსენა ის დეტალები, როდესაც თავდამსხმელი ბანკში შევიდა.

"თავიდან ის იყო ძალიან აგრესიული, მაგრამ საბედნიეროდ მძევლებმა ყველამ ერთად მოახერხა, რომ ეს ადამიანი კომუნიკაბელური გახდა უფრო მეტად. წაიყვანა ბიჭები, ორმა მათგანმა თავად გამოთქვა სურვილი, მესამე თვითონ დაასახელა მძარცველმა და ასე მოხდა მათი წაყვანა. ხმას თუ გავიგონებ შეიძლება მივამსგავსო გამტაცებლის ხმას. ნიღბის გარეშე არც ერთი წამით არ ყოფილა. სამართალდამცავ უწყებებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სხვა მძევლის საშუალებით. მძევალს სთხოვდა სადღაც დაერეკა და სპიკერზე ჰქონდა ჩართული ტელეფონი, უსმენდა და ეუბნებოდა რა პასუხი გაეცა. მე, რადგან დავალებული მქონდა მედიასთან დარეკვა, ვნახე რომ სრულიად ამორალური, კატასტროფული და არაადამიანური კამპანია წამოიწყეს გარკვეულმა ჯგუფებმა. დიახ, მე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ვარ და მიმაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია უკეთ მართოს ქვეყანა და რა მოხდა, ბანკში ვეღარ უნდა მივიდე, ქუჩაში ვეღარ უნდა გამოვიდე? გაუგონარი რაღაც ხდება", - განაცხადა კვარაცხელიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდის პოლიციაში გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე მძევალი გამოიკითხა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა