იტალიაში კორონავირუსის 15 199 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 15 199 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა, საერთო ჯამში, 449 648-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, შემთხვევების რეკორდული დღიური ზრდა დაფიქსირდა.

გარდა ამისა, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 127 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 36 832-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, იტალიაში კოვიდ 19-სგან 257 374 ადამიანი განიკურნა.

იხილეთ ვიდეო: იტალიაში კორონავირუსის 15 199 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს