ბარაქ ობამა დონალ ტრამპზე -არასდროს გამოუჩენია საქმის კეთების ან საკუთარი თავის გარდა სხვა ვინმეს დახმარების ინტერესი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ფილადელფიაში, პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატის ჯო ბაიდენის მხარდამჭერ აქციაზე, დონალდ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა.

„არასდროს გამოუჩენია საქმის კეთების ან საკუთარი თავის გარდა ვინმეს დახმარების ინტერესი,“- განაცხადა ობამამ.

ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ვირუსისგან საკუთარი თავიც კი ვერ დაიცვა.

„დონალდ ტრამპი ვერ დაგვიცავს. მას საკუთარი თავის დასაცავად საჭირო ელემენტარული ნაბიჯების გადადგმაც კი არ შეუძლია,“- განაცხადა ბარაქ ობამამ.

მისივე თქმით, ჯო ბაიდენს კონკრეტული გეგმები და პოლიტიკა აქვს.

„ჯო ბაიდენს კონკრეტული გეგმები და პოლიტიკა აქვს, რაც უკეთესი, უფრო სამართლიანი და ძლიერი ქვეყნის შესახებ ჩვენს ხედვას რეალობად აქცევს,“- აღნიშნა ობამამ.

ცნობისათვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები რამდენიმე დღეში, 3 ნოემბერს გაიმართება. მედიის ინფორმაციით, 42 მილიონამდე ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა როგორც ფოსტის საშუალებით, ასევე პირდაპირი ხმის მიცემის გზით.

იხილეთ ვიდეო: ბარაქ ობამა დონალ ტრამპზე - არასდროს გამოუჩენია საქმის კეთების ან საკუთარი თავის გარდა სხვა ვინმეს დახმარების ინტერესი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა