აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი - რუსეთი და ირანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცადნენ

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯონ რატკლიფი აცხადებს, რომ რუსეთი და ირანი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცადნენ.

„დადასტურებულად ვიცით, რომ ირანმა და რუსეთმა ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოიპოვეს”, - აღნიშნა რატკლიფმა.

მისივე თქმით, ირანმა პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატის მხარდამჭერებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა.

„ამ ქმედების მიზანი ამომრჩევლების დაშინება, არეულობის გაღვივება და პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ზიანის მიყენებაა,“- აღნიშნა ეროვნული დაზვერვის დირექტორმა.

ჯონ რატკლიფს არ უსაუბრია იმაზე, თუ რა გზებით მოახერხა რუსეთმა ამომრჩეველთა შესახებ მონაცემების მოპოვება, ან როგორ აპირებს ამ ინფორმაციის გამოყენებას.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. მედიის ინფორმაციით, 42 მილიონამდე ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა როგორც ფოსტის, ასევე პირდაპირი ხმის მიცემის საშუალებით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა