ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ პირი, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ პირი, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს.

გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის კონსტანტინ ფილიას განცხადებით, თავდამსხმელი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილების ვერსიას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამტაცებლის ავტომობილის აფხაზეთისკენ გადაადგილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ პირი, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა