სერგი კაპანაძე - კარგია, რომ ეს ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დამთავრდა, მაგრამ ცუდია, რომ საქართველოში ადამიანს შეუძლია შევიდეს ბანკში, მოითხოვოს ფული, ხალხი მძევლად აიყვანოს

“ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის შეფასებით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასხმა იმ მძიმე გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ შექმნა. მისი თქმით, შექმნილ გარემოში ადამიანებს განცდა აქვთ, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია და მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის.

„ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დამთავრდა, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ საქართველოში ადამიანს შეუძლია შევიდეს ბანკში, მოითხოვოს ფული, ხალხი მძევლად აიყვანოს და მერე დაუსჯელი წავიდეს. ეს არის მძიმე შედეგი იმ გარემოსი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, გარემოში, რომელშიც კრიმინალს გასდის ყველაფერი, რომელშიც კრიმინალი თანამშრომლობს, მათ შორის საარჩევნო მიზნებისთვის სახელმწიფოსთან. ამ გარემოში გვაქვს განცდა, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია და მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის. ეს ძალიან მძიმე განცდაა, რომელიც ალბათ, კიდევ დიდი ხანი გაყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი, მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. ამჟამად ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ხოლო თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია.

იხილეთ ვიდეო: სერგი კაპანაძის თქმით, ცუდია რომ საქართველოში ადამიანს შეუძლია შევიდეს ბანკში, მოითხოვოს ფული და ხალხი მძევლად აიყვანოს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს