მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის მოვლენებზე - სახელმწიფო პრაქტიკულად გაანადგურეს - საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გუშინ, ზუგდიდში მომხდარი მოვლენების შედეგად, სახელმწიფო პრაქტიკულად განადგურდა.

როგორც მან საკუთარ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაში განაცხადა, საქართველოში მოქალაქეებს აქვთ სრული დაუცველობის განცდა.

„რა იყო ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ? ასეთი რამ, არამხოლოდ საქართველოში არ იყო არასდროს წარმოსადგენი, შევარდნაძის დროსაც კი, ჩვენ დროს აღარ ვასაუბრობ, ასეთი რამ შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. საქმეც ისაა, რომ საქართველოს სახელმწიფო პრაქტიკულად გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით. საქართველოში აღარაა სახელმწიფო, საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი. რითი არიან დაკავებულები პოლიციის თანამშრომლები და სუს-ი? იმის მაგივრად, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვან, ივანიშვილის დავალებით სხედან შტაბებში, წინ უდევთ სიები, მოქალაქეების, ბიზნესმენების და დაკავებულები არიან შანტაჟით, დაშინებით, მოსყიდვით", - განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, ზუგდიდში, გუშინ, პოლიცია და სუს-ი „ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილი აქციის კონტროლით იყო დაკავებული და არა მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვით.

„გუშინ შეიარაღებული თავდამსხმელი მივიდა თავდასხმის ადგილზე, ჩაცმულობით, იარაღით, როგორც ამბობენ, გატაცებული მანქანით, ქალაქის ცენტრში, ისე, რომ არავინ გააჩერა, რატომ? იმიტომ, რომ იქ იყო დაგეგმილი "ნაციონალური მოძრაობის" მრავალათასიანი აქცია, სუს-ი და პოლიცია კი გადართული იყო იმ აქციის კონტროლზე. "მარშუტკა" არავის წაეყვანა დამატებით, ავტობუსებს აკონტროლებდნენ, სურათებს უღებდნენ ხალხს და მათ არ ეცალათ მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის და კრიმინალებისთვის. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

ეს არის წარმოუდგენელი რამ, ეს არის ის, რომ ჩვენ მოქალაქეებს ყველგან აქვთ დიდი დაუცველობის განცდა. ეს არის არამხოლოდ სრული დაუცველობა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ფინანსური კუთხით, არამედ ფიზიკური დაუცველობის განცდა და ეს ყველაფერი გააკეთა პირადად ივანიშვილმა, რომელიც მთელი პერიოდი მოგვიწოდებდა კრიმინალს გაგებით მოვკიდებოდით. ეს გააკეთა იმან, ვინც ხელისუფლებაში რამდენიმეთვიანი პატარა ბავშვის მკვლელობით მოვიდა. ეს ყველაფერი ლოგიკურად უნდა დასრულდეს რამდენიმე დღეში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, რაც გუშინ მოხდა, მიიღებს ბევრად ურო მასშტაბურ და გავრცელებულ ხასიათს. ჩვენ ამას ყველანი ერთად არ დავუშვებთ, ქართველი ხალხი იმსახურებს უსაფრთხოებასა და ნორმალურ პირობებში ცხოვრებას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

იხილეთ ვიდეო: რა იყო ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ? ასეთი რამ, შევარდნაძის დროსაც კი არ იყო წარმოსადგენი - მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის მოვლენებზე

სოსო არჩვაძე - ხელისუფლებას აქვს ერთი მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - მშვიდობიანად, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქართული სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო