კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ „ოცნების“ აქტივისტმა ზურა ოკმელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ 3 პირი დაჭრა

დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი გუშინ დმანისში „ქართული ოცნების“ შტაბთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის აქტივისტმა ზურა ოკმელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოკმელაშვილის პასუხისგებაში მიცემას თვეზე მეტია ითხოვს.

ოქრიაშვილის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოების დროული ჩართულობა და რეაგირება რომ ყოფილიყო, 21 ოქტომბრის ინციდენტი არ მოხდებოდა.

„მსურს, გამოვეხმაურო 21 ოქტომბერს დმანისში, „ქართული ოცნების“ შტაბსა და მის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს. გუშინ, საღამოს საათებში „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, ზურა ოკმელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა სამი პირი. ამავდროულად, ოკმელაშვილი სწორედ ის პერსონაა, რომელიც თანმხლებ პირებთან ერთად, ჩვენს აქტივისტს პოლიტიკური მოტივით, ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ავტომობილი, რომლის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულება არსებობს და გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებისათვის. შევახსენებ საზოგადოებასა და ჩემს ოპონენტს „ქართული ოცნებიდან“ გოგი მეშველიანს - ჩვენ ამ პიროვნების, ოკმელაშვილის პასუხისგებაში მიცემას უკვე თვეზე მეტია ვითხოვთ და სამართალდამცავი ორგანოების დროული ჩართულობა და რეაგირება რომ ყოფილიყო, 21 ოქტომბრის ინციდენტი არ მოხდებოდა! და ბოლოს, გოგი მეშველიანის განცხადებით, ის თითქოს საერთოდ არ იცნობს ოკმელაშვილს და ეს თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად ჩემი ხელწერაა. ამ ცრუ ბრალდებას მხოლოდ მოკლედ შევეხები - ოკმელაშვილი აქტიურად არის ჩართული მეშველიანის წინასაარჩევნო კამპანიაში, რასაც ორი კვირის წინ მათი ერთობლივად გადაღებული და სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოსურათებიც ადასტურებს. მეორე - 2012 წლამდე თავად გოგი მეშველიანი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კადრი და გულშემატკივარი, ჯერ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მუშაობდა, ხოლო უშუალოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, კობა ნაყოფიას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა,“- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ცნობისთვის, დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისთან გუშინ ინციდენტი მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 236-ე - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ "ოცნების" აქტივისტმა ზურა ოკმელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ 3 პირი დაჭრა

სოსო არჩვაძე - ხელისუფლებას აქვს ერთი მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - მშვიდობიანად, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქართული სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო