გიორგი ვაშაძე - აღმაშფოთებელია, რომ დამნაშავეს ასე უბრალოდ შეუძლია ნახევარი მილიონით ხელში მიმალვა

აღმაშფოთებელია, რომ დამნაშავეს ასე უბრალოდ შეუძლია ნახევარი მილიონით ხელში მიმალვა",- ასე ეხმაურება ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე შეიარაღებული პირი თავდასხმას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, ასეთი შემთხვევების დროს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა პრიორიტეტს წარმოადგენს.

"პირველ რიგში, მოხარული ვართ, რომ მძევლები ცოცხლები და თავისუფლები არიან. ასეთ ვითარებებში, მსხვერპლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა პრიორიტეტს წარმოადგენს. ახლა კი, გარდა მძევალთათვის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გაწევისა, მთავარი საკითხი დამნაშავის მოძებნაა, რისთვისაც სამართალდამცველებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ.

აღმაშფოთებელია, რომ დამნაშავეს ასე უბრალოდ შეუძლია ნახევარი მილიონით ხელში მიმალვა. ის დაუსჯელი რჩება ბევრი სხვა კრიმინალივით, რომლებიც გასული წლების განმავლობაში გაექცნენ მართლმსაჯულებას. აქედან გამომდინარე, ეს საქმე ზედმიწევნით კარგად უნდა იქნას გამოძიებული და გაანალიზებული. ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ პოლიციის რეფორმას ეხება და გულისხმობს პოლიციის სრულ დეპოლიტიზაციას და ფედერალური პოლიციის შექმნას მნიშვნელოვანი დანაშაულების გამოსაძიებლად, რათა ჩვენი პოლიცია მსგავსი შემთხვევებისთვის კარგად გაწვრთნილი და მომზადებული იყოს",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც.

იხილეთ ვიდეო: გიორგი ვაშაძის თქმით, აღმაშფოთებელია, რომ დამნაშავეს ასე უბრალოდ შეუძლია ნახევარი მილიონით ხელში მიმალვა

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა