ეკა ბესელიას განცხადებით, კვირას პატიმართა ოჯახების გასამხნევებლად აქცია გაიმართება

პარტია „სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კვირას პატიმართა ოჯახების გასამხნევებლად აქცია გაიმართება. მთავარი მოთხოვნაა, პარლამენტმა ჰუმანური აქტი - ამინისტია მიიღოს. ამის შესახებ ბესელიამ პარლამენტის შენობის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ამნისტიის აქტი პატიმრობაში მყოფ იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომლებმაც სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლეს და ვისი გათავისუფლებაც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„ვითხოვთ, ჰუმანური აქტის - ამინისტიის მიღებას. იმ მოტივით, რომ ჩვენ სამართლიანი და თავისუფალი სასამართლო პრაქტიკულად კლანურმა მმართველობამ წაგვართვა. ამნისტიის აქტი ჰუმანურია და პატიმრობაში მყოფ იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომლებმაც სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლეს და ვისი გათავისუფლებაც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მე მინდა, ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო და გამოვუცხადო პატიმრების ოჯახებს, დედებს და პარტიებს. შაბათს საპროტესტო აქცია დაიგეგმება, ეს იქნება სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქცია პატიმართა ოჯახებისა და დედების გასამხნევებლად, მხარდასაჭერად. შაბათს, პარლამენტის წინ ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ. დავუჭერთ მხარს ინიციატივას, რომლითაც სწორედ ეს საინიციატივო ჯგუფი გამოდის, რომ პარლამენტმა ამნისტიის ჰუმანური აქტი მიიღოს", - განაცხადა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო