ირაკლი ჩიქოვანი - მიხეილ სააკაშვილი უკვე არის ტრაგიკომიკური

„ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას „ტრაგიკომიკურს“ უწოდებს და აცხადებს, რომ გუშინ, დღის განმავლობაში იყო უპასუხისმგებლო ქმედებები კონკრეტული ადამიანების, მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების მხრიდან.

„მართლაც ტრაგიკომიკურია ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მისი პარტიის მიერ ჩატარებული ღონისძიება შესაძლოა გახდეს იმის მიზეზი, ვერ მივაქციოთ ყურადღება ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს. მართლაც ტრაგიკომიკურია ის, რასაც ამ ადამიანის მხრიდან ვხედავთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გუშინდელი დღის განმავლობაში იყო უპასუხისმგებლო ქმედებები კონკრეტული ადამიანების, მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების მხრიდან. თითოეული მათგანის მხრიდან დავინახეთ ნათელი მცდელობა, რომ მოეხდინათ კაპიტალიზაცია იმ უბედურებაზე, რომელიც გუშინ ზუგდიდში იყო და რომელიც ჩვენს ათეულობით მოქალაქეს ემუქრებოდა. ამიტომ, ეს არის სრული უპასუხისმგებლობა, ხოლო მიხეილ სააკაშვილი უკვე არის ტრაგიკომიკური“,-განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი ინფორმაციით, გათავისუფლებული ყველა მძევალი თავს ნორმალურად გრძნობს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ზუგდიდში, გუშინ, პოლიცია და სუს-ი „ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილი აქციის კონტროლით იყო დაკავებული და არა მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვით.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა