ალექსანდრე ლუკაშენკო - ამ შეშლილ სამყაროში ბელარუსსა და რუსეთს ცოტა მეგობარი ჰყავთ

ჩვენს გარშემო, სამოკავშირეო სახელმწიფოს გარშემო, მარტივი ვითარება არ არის, - ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან, სერგეი ნარიშკინთან, დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსსა და რუსეთს ბევრი მეგობარი არ ჰყავთ თუმცა მათ მიმართ ინტერესი ყველას აქვს.

„ბელარუსს და რუსეთს ამ შეშლილ სამყაროში, განსაკუთრებით კი ამ პანდემიისგან გადარეულში, ცოტა მეგობარი ჰყავთ. ჩვენს მიმართ კი ინტერესი ყველას აქვთ. ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ “, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მან სერგეი ნარიშკინს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურიდან ინფორმაციის რეგულარული მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

ალექსანდრე ლუკაშენკოსა და სერგეი ნარიშკინს შორის შეხვედრა მინსკში გაიმართა.

იხილეთ ვიდეო: ალექსანდრე ლუკაშენკო - ამ შეშლილ სამყაროში ბელარუსსა და რუსეთს ცოტა მეგობარი ჰყავთ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო