რატი იონათამიშვილი - დმანისში, “ქართული ოცნების” ოფისში შეიჭრნენ ადამიანები, რომელთა მიზანი მხოლოდ პროვოკაცია იყო

ოპოზიცია ორიენტირებულია პროვოკაციაზე, ჩვენ კიდევ სართლიანობასა და სიმშვიდეზე,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ჟურნლისტებთან დმანისში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ოფისში შეიჭრნენ ადამიანები, რომელთა მიზანი იყო პროვოკაცია.

„ჩვენ ამას ადრეც ვვარაუდობდით, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების დღე, მით უფრო მეტი პროვოკაციის მცდელობა იქნება ჩვენი ოპონენტების მხრიდან. გუშინაც ვნახეთ ჩვენ ასეთი ინციდენტი, როცა “ქართული ოცნების” ოფისში შეიჭრნენ ადამიანები, რომელთა მიზანი მხოლოდ პროვოკაცია იყო. ცხადია, ნებისმიერ შემთხვევაში მოვუწოდებ ჩვენს აქტივს და მხარდამჭერებს, რომ არასდროს აყვნენ პროვოკაციებს, რადგან ნებისმიერი პროვოკაციის პასუხი არის 31 ოქტომბერის არჩევნების შედეგები. თუ სადმე ვინმე ვერ მოითმენს, სამართალდამცავები მოახდენენ მყისიერ, კანონიერ და სამართლიან რეაგირებას. უბრალოდ, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რაც განსახვავებს „ქართულ ოცნებას“ ოპონენტებისგან - თუ ვინმე აჰყვა პროვოკაციას ჩვენი მხრიდან, ამ შემთხვევაში რეაგირება ხდება სწრაფად და პროპორციულად, ხოლო ოპოზიცია მუდმივად გაურბის ამ მხრივ პასუხისმგებლობას. აი ეს ერთი მნიშვნელოვანი ნიშანიც განგვასხვავებს ჩვენ მათგან, რომ ისინი ორიეტირებულები არიან პროვოკაციაზე, ჩვენ კიდევ სართლიანობასა და სიმშვიდეზე,“- განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისთან გუშინ ინციდენტი მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 236-ე - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა