ზურაბ ჭიაბერაშვილი ეპიდემიის მართვისთვის საჭირო ღონისძიებებზე საუბრობს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდ-ვითარებას ეხმაურება და ეპიდემიის მართვისთვის საჭირო ღონისძიებებზე საუბრობს.

მისი თქმით, ეს შედეგი მოიტანა ხელისუფლების არაეფექტურმა მართვამ. ჭიაბერაშვილმა წარადგინა ეპიდემიის მართვის სტრატეგია და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას, რათა გამოსწორდეს ის მძიმე ეპიდ- სიტუაცია, რომელშიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩააგდო ქვეყანა.

„ 1. სწრაფი რეაგირება = შენი სიმშვიდე

ერთი ზარის პრინციპი: 112-ის და ოჯახის ექიმების სისტემების ინტეგრირება, რომ ყველა ზარზე მიიღონ კვალიფიციური პასუხი და რეაგირება. ამ კუთხით დაფინანსების გასამმაგება, ხარისხიანი სწრაფი ტესტების ხელმისაწვდომობის გაზრდა მასობრივად.

2. ეფექტური ზრუნვა = შენი გამარჯვება კოვიდზე

საველე ჰოსპიტლების მოწყობა და კოვიდსაწოლების რაოდენობის და სასუნთქი აპარატების გასამმაგება, მრავალპროფილური კლინიკების შენარჩუნება სხვა დიაგნოზებისთვის, კოვიდკლინიკებად გადაკეთებული მრავალპროფილური კლინიკების ფინანსური დანაკლისის შევსება, სამედიცინო დაწესებულებების პერსონალური დამცავი საშუალებებით აღჭურვა, 2-კვირიანი ცვლის სისტემების აწყობა და სამედიცინო პერსონალის მუდმივი ტესტირება.

3. პრევენცია = კორონას საბოლოო დამარცხება

მასიური საინფორმაციო კამპანია, პირბადეების ხელმისაწვდომობის გაზრდა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, პირბადეების სავალდებულობა საჯარო სივრცეში, რისკ-ჯგუფში მყოფი მოქალაქეების (მოხუცები, მძიმე თანმდევი დაავადებების მქონე პირები) ნებაყოფლობით უსაფრთხო სივრცეებში გადაყვანა, თუ მათ თვითიზოლაციის საშუალება არ აქვთ, გრიპის ვაქცინის მასიური ხელმისაწვდომობა

4. ეკონომიკა = შიმშილის და უმუშევრობის დამარცხება

გადასახადების შემცირება“,-აღნიშნულია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს