გიორგი გახარია - იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით შემცირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით შემცირდება. ამასთანავე, პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას აღნიშნა, რომ თუ მოსახლეობის მხრიდან წესების დაცვა არ მოხდება, ვირუსი სწრაფად გავრცელდება და კიდევ უფრო მეტად დააზიანებს როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ისე მოქალაქეებს.

„საქართველოში ინფიცირების მნიშვნელოვანი ზრდა გაქვს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადაპტაციისა და მართვის ეტაპი, რომელზეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანისგან.

მოგეხსესნებათ, რომ საყოველთაოდ ცნობილია თუ რამდენად ეფექტურია ელემენტარული ნიღბის ტარება. დღესაც გვქონდა ჩვენ ეპიდემიოლოგებთან საუბარი და იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით შემცირდება. ეს არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი ვერ გამოიგონა, ვიდრე ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის წესების დაცვა. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ ეს წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფიცირების გავრცელების ზრდა იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს როგორც ჩვენს ეკონომიკას, ისე ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ უკეთ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მეტი პაუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ხანდაზმულებზე, რამეთუ ისინი არიან, უპირველესად, რისკის ჯგუფში,“- განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა