შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის განცხადებით, მომდევნო პროცესამდე პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართავს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის დავით ჭიკაიძის განცხადებით, ისინი მომდევნო პროცესამდე სახელმწიფო ბრალდებას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართავენ. როგორც ადვოკატი განმარტავს, ჩხარტიშვილი მზად არის, სასამართლოს გულწრფელი და სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს.

"ვადასტურებთ, რომ ვაპირებთ ბრალდების მხარეს საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მივმართოთ. ვფიქრობთ, რომ შემდეგ პროცესამდე მივმართავთ. საბა ჩახარტიშვილის მხრიდან მზაობა არის, რომ მან სასამართლოს გულწრფელი ჩვენება მისცეს, ის აუცილებლად მიაწვდის სასამართლოს სრულ და ამომწურავ ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და ასევე, იმასთან დაკავშირებით, რაც მისთვის გახდა ცნობილი", - აცხადებს ჭიკაიძე.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარის შესავალი სიტყვა დასაბუთებული არ იყო.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებამ წარადგინა შესავალი სიტყვა. ასევე შესავალი სიტყვა წარმოდგენილი იყო დაცვის მხარის მიერაც, სადაც სასამართლოს ყურადღება რამდენიმე მტკიცებულებაზე გავამახვილეთ. კონკრეტულად, გამოკითხვის ოქმებზე, რომელიც საბა ჩხარტიშვილის უდანაშაულობას დაადასტურებს და იმ ფაქტს, რომ მას განზრახ ქმედება არ ჩაუდენია", - განაცხადა ჭიკაიძემ.

ცნობისთვის, საბა ჩხარტიშვილს ძალადობას და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან. შემდეგი სასამართლო პროცესი 10 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმარება, რომელიც მოწმეთა დაკითხვით განახლდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის