პოლონეთში კორონავირუსის 12 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 168 ადამიანი გარდაიცვალა

პოლონეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 12 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, პოლონეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსი 214 686 ადამიანს დაუდასტურდა.

ოფიციალური სტატისტიკით, პოლონეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ს კიდევ 168 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 4 019-ს მიაღწია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ოფიციალური სტატისტიკით, კოვიდ 19-სგან 102 204 ადამიანი განიკურნა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს