ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც 2022 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც 2022 წლისთვის ქალაქ რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის.

დავითაშვილის თქმით, გეგმაში გაწერილია არამხოლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე საკონონმდებლო ცვლილებები.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა რუსთველებთან, სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებთან. იყო საუბარი იმაზე, რომ რუსთავს ექნებოდა ისეთივე კომპლექსური ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესის გეგმა, როგორიც გააჩნია ქალაქ თბილისს, რომლიც 40 პუნქტისგან შედგება და კომპლექსურია, ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს და ხორციელდება 2017 წლის შემდეგ.

2019 წელს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, განვახორციელეთ რუსთავის ყველა ძირითადი სამრეწველო საწარმოს ინსპექტირება, კომპლექსური მონიტორინგი ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

გამოიკვეთა ძირითადი მიმართულება, რაზეც მუშაობდა კომპეტენტური გუნდი, მათ შორის ევროკავშირის ექსპერტები, საბოლოოდ, ევროპული პრაქტიკის და გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა გეგმა, რომელიც 2022 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის.

გეგმაში გაწერილია არამხოლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე საკონონმდებლო ცვლილებები, რაც სახელმწიფოს მოგვცემს საშუალებას ეფექტურად ვმართოთ სამრეწველო საწარმოებიდან ემისიები, გაფრქვევები ჰაერში “,-განაცხადა დავითაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც 2022 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა