გია ვოლსკის განცხადებით, ქობულეთში მომხდარ დანაშაულზე “რეაგირება ისეთივე ხარისხიანი იქნება, როგორც ეს აქამდე იყო“

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ქობულეთში მომხდარ დანაშაულზე “რეაგირება ისეთივე ხარისხიანი იქნება, როგორც ეს აქამდე იყო“.

“ვიღაცამ ქობულეთში გაიტაცა... შეიძლება კიდევ რაღაც დანაშაული მოხდეს, როგორც არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება, მაგრამ ამაზე რეაგირება ისეთივე ხარისხიანი იქნება, როგორც ეს აქამდე იყო“, - ასე უპასუხა ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვას, ზუგდიდში განვითარებულმა მოვლენებმა ხომ არ მისცა ბიძგი დღეს, ქობულეთში, “საქართველოს ბანკის“ ინკასატორის დაყაჩაღებას.

ვოლსკიმ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში “კრიმინალთან ბრძოლის მხრივ, სტატისტიკა პოზიტიურად არის შეცვლილი და დინამიკა საუკეთესოა“.

ქობულეთში, “საქართველოს ბანკის” მიმდებარედ, ინკასატორი გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 75 ათასი ლარი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს