იენს სტოლტენბერგმა სომხეთს და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა

ნატო ყარაბაღის კონფლიქტში არ მონაწილეობს, 25 წელზე მეტია, სომხეთიც და აზერბაიჯანიც ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-სა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები შეწყდეს.

„ნატოსა და საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია საომარი მოქმედებების შეწყვეტა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, განაახლონ მოლაპარაკებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად და განაცხადა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ძალისხმევა კვლავ მნიშვნელოვანია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა